რამდენიმე წუთის წინ კასპის პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. დაზიანებულია ერთი ავტომანქანა, ჩამსხვრეულია მინები.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.