საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას ქუთაისში ხვალ შეხვდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უმცირესობამ მიიწვია პარლამენტში, რადგან, როგორც ჩანს, გარკვეული შეკითხვები აქვთ.
"მე ორჯერ ვერ მოვახერხე წასვლა მათი მოპატიჟების შემდეგ. ახლა გამოვძებნეთ თარიღი, როდესაც ეს მეც შემიძლია და მათაც შეუძლიათ. მე ხვალ მივდივარ პარლამენტში, რათა ვუპასუხო მათ შეკითხვებს. ამავე დროს, მე თვითონ მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა და იმედი მაქვს რომ ისინიც გასცემენ პასუხს ჩემს შეკითხვებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.