სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამო , ასობით პატიმარს სხვადასხვა ტიპის ოპერაცია სჭირდება.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორისაა ხერხემალთან, ცხვირთან და სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ოპერაციები.
"ყოველთვიურად 1 200-მდე პატიმარი მიგვყავს საავადმყოფოებში. მათ დიდ ნაწილს დაზიანებები მიღებული აქვს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად. უმეტესობას ოპერაციები უკეთდება ხერხემალზე, ცხვირზე და არის შემთხვევები, როდესაც ოპერაცია კეთდება ფეხებს შორის, გარკვეული რაოდენობის პატიმრებმა სათესლე ჯირკვლები დაკარგეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, უწყება ცდილობს ყველა მსჯავრდებულს, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ის დროულად აღმოუჩინოს. "ესაა სააკაშვილის ხელისუფლების ნამდვილი სახის შედეგი", - აღნიშნა სუბარმა.