ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, ყოფილი პატიმარი ვახტანგ ოქროპირიძე, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს , "ნაციონალური მოძრაობისგან" იმართება.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენცია ბედუკაძემ განაცხადა, კონკრეტული ინფორმაცია აქვს, რომ ოქროპირიძისა და უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი მისი დისკრედიტაცია.
ამასთან, ბედუკაძის ადვოკატებმა წარმოადგინეს აუდიოჩანაწერი. როგორც ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, ამ აუდიოჩანაწერში ოქროპირიძე და პატიმარ ბუზალაძე საუბრობენ, რომელსაც ოქროპირიძე ასევე ადანაშაულებს გაუპატიურებაში.
"ამ საუბარში ჩანს, რომ თუ როგორ ტკბილად ესაუბრება ოქროპირიძე ბუზალაძეს და ამ დროს მას გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ეს აუდიომასალა მოგვაწოდა თავად ბუზალაძემ. თუნდაც აქედან ჩანს, რომ ოქროპირიძის ბრალდებები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ის ცრუობს პოპულარიზაციის მიზნით. აუდიოჩანაწერებში ამბობს კიდეც, რომ სურს თურქეთში წასვლა და ბედუკაძის სახელი პოპულარიზაციის მიზნით უნდა", - განაცხადა ლალი აფციაურმა.
მისივე თქმით, ამ აუდიოჩანაწერს და სხვა მტკიცებულებებს ბედუკაძის დაცვის მხარე პროკურატურას ხვალ წარუდგენს.