ფაქტები, რომლებიც თენგიზ გუნავას ოფიციალურ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა .
მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და აღნიშნულის შეფასება შეუძლია დანამდვილებით გააკეთოს.
"ჩვენ დავასრულეთ გამოძიება იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რაც გუნავას ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით ჰქონდა, ფაქტები დადგენილია, თუმცა სამართლებრივი შეფასება გასაკეთებელია. მინდა ვთქვა, რომ ფაქტები რომელიც ასახულია გუნავას ოფიციალურ სისხლის სამარათლის საქმეში არ შეესაბამება სინამდვილეს და იქ ფაქტების აღრიცხვა დამახინჯებულია", - განმარტა არჩილ კბილაშვილმა.