საპარლამენტო უმცირესობის წევრებს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებული გაუგებრობის არ უკვირთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განუცხადა.
მისი განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაუგებრობები მოსალოდნელია, რადგან შეხედულებების თვალსაზრისით, კოალიცია "ქართულ ოცნება" ჭრელია.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ უმცირესობა მმართველი ძალის შიდა საკითხებითა და ინტრიგების გარკვევით დაკავებული არ არის.
"იცით, რომ რაიონული კონფერენციების ჩატარების დროს დაპირისპირება ჰქონდათ, ასევე ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადააყენეს ირაკლი ალასანიაც. ასეთი გაუგებრობები კოალიციის შიგნით, რომელიც შეხედულებების კუთხით ჭრელია, ყოველთვის იქნება და საკუთარ საქმეს თავად მიხედავენ", - აღნიშნა წერეთელმა.