რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის ხელახალი გამოძიების დაწყებას საგამოძიებო კომისიის შექმნამდე ითხოვს

რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის ხელახალი გამოძიების დაწყებას საგამოძიებო კომისიის შექმნამდე ითხოვს

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე მამამისის მკვლელობის ხელახალი გამოძიების დაწყებას მანამდე ითხოვს, ვიდრე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. 

როგორც დღეს რუსუდან შარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც გახმაურებულ საქმეებს შეისწავლის, ჭიანურდება. მისივე თქმით, ეს კომისია თებერვლის დასაწყისში უნდა შექმნილიყო, თუმცა დაკომპლექტება ჯერ კიდევ დაწყებული არ არის.

რუსუდან შარაძემ აღნიშნა, რომ შეხვდა პროკურორის მოადგილე ალეკო იმედაშვილის და პროკურორ შალვა ცერცვაძეს და გამოკითხა მამამისის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბარათელის შესახებ. როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, შარაძის საქმის გამოძიება დროში ჭიანურდება. მისი თქმით, საქმეებს ისევ ძველი პრკურორები იძიებენ, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან.

"ესენი ვერ აღასრულებენ სამართალს, რადგან არაადეკვატური დამოკიდებულება აქვთ საქმის მიმართ", - აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

როგორც ცნობილია, გურამ შარაძე 2007 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს.