საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ჰელენ კლარკთან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და პარლამენტში განსახორციელებელი პროქტები განიხილა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა იუისტიციის სახლში გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტში გასახორციელებელ პროქტებზე, რადგან პარლამეტს სჭირდება მეტი ცოდნა, გამოცდილება, უფრო ეფექტური ინსტრუმეტები იმისთვის, რათა თავისი ფუნქცია შეასრულოს. ვისაუბრეთ ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზეც, იმაზე, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი დღევანდელ გარდამავალ პერიოდს მშვიდობიანად და ახალმა მთავრობამ შეძლოს იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ხალხისთვის სასარგებლო იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამის ეგიდით განხორციელებული პროეტები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს პროგრამები ყოველთვის ქვეყნის საჭიროებები იყო ფოკუსირებული და ქართველ ხალხს მოხმარდა.
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახალი ზელანდია, რომლის მთავრობასაც 3 წლის განმავლობაში ჰელენ კლარკი ხელმძღვანელობდა, განვითარებსა და გამჭვირვალეობის მოდელად რჩება.