საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს ჰელენ კლარკს ხვდება.
შეხვედრა ამ წუთებში იუსტიციის სახლში მიმდინარეობს და მას უმრავლესობის წევრები – ვახტანგ ხმალაძე და მანანა კობახიძე ესწრებიან.
ჰელენ კლარკი საქართველშო ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრები სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრებთან დავით კირვალიძესა და გიორგი მარგველაშვილთან.
დღეს დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან.
ხვალ კი გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.