პარტია

პარტია "ქართული ოცნების" განახლებული პოლიტსაბჭო დღეს სხდომას გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განახლებული პოლიტსაბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტსაბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ განუცხადა, განხილვის საგანი პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იქნება.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ბიზნესცენტრში გაიმართება.

16 თებერვლის რიგგარეშე ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდა და მასში შევიდნენ: ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირინა იმერლიშვილი, ივანე კიღურაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ავდალიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, ნოდარ ხადური, კახი კალაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, დათო ფაცაცია (ახალგაზრდული ფრთა), ირაკლი ჟორჟოლიანი (ახალგაზრდული ფრთა), ზაქარია ქუცნაშვილი, მურმან დუმბაძე, ალი ბაბაევი, გივი ჭიჭინაძე, დავით საგანელიძე, უჩა მამაცაშვილი, მანანა კობახიძე.