პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება.
პრემიერის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, კონფერენცია - "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ორგანიზებით ტარდება.
კონფერენცია ხვალ, 11:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.