საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხვალ რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი პრესკონფერენციაზე 200 მილიონიანი ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის კრიტერიუმებს განმარტავს და დაფინანსების მისაღებად გასავლელ პროცედურებს დაასახელებს.
პრესკონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 13:00 საათზე გაიმართება.