საჭიროების შემთხვევაში ლუკაშენკო მზად იქნება საკაშვილს თავშესაფარი მისცეს. ამის შესახებ რეგნუმთან საუბარში რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტმა სვეტლანა ტიხონოვამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი და ლუკაშენკო დიდი ხნის მეგობრები არიან. "ის, რომ ლუკაშენკო ამჟამად მხარს უჭერს სააკაშვილს, ეს ბელორუსის პრეზიდენტის პოლიტიკური სტილია", - განაცხადა ექსპერტმა.
ტიხონოვამ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად სწორედ ბელორუსს აფარებს თავს დევნილობაში მყოფი ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი.
მინსკისა და თბილისის ურთიერთობების კომენტირებისას ტიხონოვამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ბელორუსის ამჟამინდელი სტატუსი- დსთ-ს თავმჯდომარეობა.
"ლუკაშენკო აცხადებდა, რომ მისი უმთავრესი მისია იქნება საქართველოს დსთ-ში დაბრუნება თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში თანამეგობრობის პროექტებში ჩართვა. რამდენად რეალურია და განხორციელებადია ეს, ამაზე საუბარი ძნელია. თუმცა მთავრია - განცხადება", - აღნიშნა ტიხონოვამ.