პატრიარქმა დღეს შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა სურვილით შექმნილი ილორის წმინდა გიორგის ხატის ასლი აკურთხა , რომელიც სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ერთი ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მიერ ნაკურთხი ხატი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადააბრძანეს.
სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო წირვის შემდგომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა, რომლებიც წირვას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ. "ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოს არც ჯარის და არც პოლიციის გამოყენება არ დასჭირდეს", - ბრძანა უწმინდესმა.