არასამთავრობო სექტორი ხვალ ახალი სამთავრობო გუნდის მიერ ინიცირებულ რეფორმებს განიხილავს და შეაფასებს. სპეციალურად ამ მიზნით დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეული არიან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების სამივე შტოსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.
კონფერენციას - "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აწყობენ.
ღონისძიება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 11:00 საათზე დაიწყება.