პაკისტანში ტერაქტს 81 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ტერაქტს 81 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანის ქალაქ კვეტას ბაზრობაზე მომხდარ აფეთქებას 81 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 164-ს შეადგენს. აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერაქტი ქალაქში მცხოვრები შიიტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
სამართალდამცავებისვე ინფორმაციით, ნაღმი წყლით სავსე ცისტერნაში იყო დამონტაჟებული.

ძლიერი აფეთქების შედეგად დაინგრა ბაზრობის სიახლოვეს მდებარე მაღაზიები და შენობები.