4 თვე გადის და ჩვენ ვერ მოვისმინეთ, ვერ ვიგრძენით მართლმსაჯულების განხორციელება ამ ქვეყანაში, - აცხადებს გაზეთ ,,ალიასთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი. მისი თქმით, ვერ მოვისმინეთ, რა საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება 7 ნოემბერთან, 26 მაისთან დაკავშირებით.
"გვესმის ფრაგმენტული განცხადებები სხვადასხვა საკითხზე, ხოლო ძირითადი სამართლებრივი ჭიდილი არის მესამეხარისხოვან საკითხებზე, რაც არავისთვის საინტერესო არ არის. როდესაც ვანო მერაბიშვილს სხვისი პასპორტის სარგებლობისთვის დაკითხავენ, ესეც დანაშაულია, მაგრამ მას უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. კერძოდ, ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბერს გასცა ბრძანება და გამოიყენა რეზინის ტყვიები. მაშინდელი პოლიციის კანონში რეზინის ტყვიები გათვალისწინებული არ იყო. ეს არის ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და პირდაპირ გამზადებულია საქმე ვანო მერაბიშვილის დასაჭერად... კითხვას ვსვამ, _ რატომ არ იჭერენ ვანო მერაბიშვილს?", - აცხადებს დავითაშვილი.