არ მადარდებს კოალიციის დაშლა, ის უფრო მადარდებს, რა ემუქრება ქვეყანას, - აცხადებს გაზეთ ,,ალიასთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი. მისი თქმით, ქვეყანა გადავა ძალადობასა და ქაოსში, თუ სწრაფად არ განხორციელდება მართლმსაჯულება.
"თუ არ იქნება მართლმსაჯულება, არ იქნება მშვიდობა. მქონდა განცდა, რომ ვიყავი ერთიანი გუნდის წევრი, მქონდა მცდელობა, რომ გუნდის შიგნით გადამეწყვიტა ეს საკითხები, მაგრამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე შეხვედრას, ვერ მივაღწიე უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა, სადაც შევძლებდი ამ საკითხების დაყენებას. როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ", - აცხადებს დავითაშვილი.