დავით უსუფაშვილი:

დავით უსუფაშვილი: "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილი პარტია არ იქნება და ამით საქართველოში კომუნიზმს ბოლო მოეღება"

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილი პარტია არ იქნება და ამით საქართველოში კომუნიზმს ბოლო მოეღება".

ამის შესახებ უსუფაშვილმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ბოლო 20 წლის მანძილზე მმართველ პარტიას ჭეშმარიტებაზე ჰქონდა პრეტენზია, საიდანაც უამრავი უბედურება იწყებოდა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, კოალიციაში შემავალი პარტიები "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროგრამულ ამოცანებს იზიარებენ, რადგან ისინი დიდი ხანია, ერთ კოალიციას წარმოადგენენ.