საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებში მნიშვნელოვანი გზავნილები შენიშნა.
როგორც ბესელიამ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის მიერ იმის ხაზგასმა, რომ მმართველი პარტია და დანარჩენი ხელისუფლება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
"პრემიერმა და პარტიის საპატიო თავმჯდომარემ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა და დანარჩენი ხელისუფლება არ იყოს ერთმანეთში აღრეული და არ იყოს ერთი იდენტობა, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა. სააკაშვილი დარჩა "ნაციონალური მოძრაობის ლიდერად" და მან ვერ შეძლო ყოფილიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი. ეს ჩვენს შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილი იყო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მკვეთრი ზღვარის გავლება პარტიასა და ხელისუფლებას შორის.
"მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ჩვენ წინ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები და რაც მთავარია წინ გვაქვს იმ ვალდებულების შესრულება, რასაც ხალხი ელოდება", - აღნიშნ ა ბესელიამ.