მანანა კობახიძემ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა წაიკითხა.
"პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობას და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გილოცავთ თქვენ და მთელ საქართველოს იმ თავდადების წარმატებით დაგვირგვინებას, საიდანაც ჩვენი დამოუკიდებელი, თავისუფალი, სამართლიანი სახელმწიფოს გაერთიანების და სამშვიდობის გასვლის გზა დაიწყო. ღმერთი არ დაგვაკლებს მადლსა და წყალობას. ჩვენ გავიმარჯვებთ. ჭაბუა ამირეჯიბი-ბერი დავითი. თბილისი. 2013 წლის თებერვალი",-აღნიშნულია ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვაში.