ბიძინა ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრებას შეძლებენ.
თბილისის საკონცერტო დარბაზში პარტია "ქართული ოცნების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ურთიერთობების აღსადგენად ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება.
"ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენსკენ მოვაბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. ომი უკვე გამოვიარეთ და ძალიან კარგად გვესმის მშვიდობის ფასი. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთის გულებისაკენ მიმავალი გზები. ერთმანეთის პატიება უნდა შევძლოთ და ერთად ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.