პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის მერ გიგი უგულავას დაკითხვაზე მისასვლელად სასამართლოს განჩინება არ უნდა დასჭირვებოდა.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ადამიანი ვალდებულია იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მისით დაინტერესდება, ჩვენების მისაცემად აუცილებლად გამოცხადდეს. კობახიძე ამბობს, რომ გიგი უგულავა ვალდებული იყო გამოძიებასთან სათანამშრომლოდ პირველივე დაბარებაზე მისულიყო.
ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს. თბილისის მერი დაკითხვაზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სასამართლოს ბრძანებით, მისი დაკითხვაზე იძულებით მიყვანა შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს დაევალათ.