ჩვენი პოლიტიკური სურვილი არ არის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დაისაჯოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე მისვლისას განაცხადა.
"ვაცხადებთ, რომ არ მოხდება არც ჩემი მხრიდან და არც პარტიის წევრი თუ მთავრობის წევრის მხრიდან, სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალოს ვინმემ. რომ ჩვენ ხელოვნურად, მე პირადად დავურეკო მთავარ პროკურორს ან ჩავერიო პროკურატურის საქმეებში და ამით მოვახერხო როგორმე, რომ შევაჩერო მსგავსი დაკითხვები ან მსგავსი გამოძახებები. ეს არ მოხდება. ასეთი მთავრობა გვყავდა ჩვენ და მას უარი უთხრა საქართველოს მოსახლეობამ",- განაცხადა ივანიშვილმა.