პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობას 1681 დელეგატი ესწრება. პარტიის რიგგარეშე ყრილობა ფილარმონიაში ამ წუთებში დაიწყო.
ყრილობაზე მოწვეული 1701 დელეგატიდან, მას 1681 მათგანი ესწრება. ასევე ღონისძიებაზე წარმოდგენილია 550 სტუმარი.
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
ყრილობას პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე უძღვება.
ამასთან, დელეგატებმა ყრილობის მდივნად ზურაბ ხაჩიძე, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ კი ნუგზარ მალაღურიძე, მის მოადგილეებად კი – ნინო ქათამაძე და ცოტნე ზურაბიანი აირჩიეს.