საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ცალკეული სამინისტროების დონეზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
ევროსაბჭო მზად არის ხელი შუწყოს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძლებას. პრემიერ-მინისტრმა და სტუმარმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.