საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თბილისის #182-ე სკოლაში მომხდარ ფაქტზე კომენტარს მიზანმიმართულად არ აკეთებს , - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მედია ამ ტიპის თემებს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს. "ამიტომ კომენტარს მიზანმიმართულად არ ვაკეთებ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
გაზეთმა "ვერსიამ" გაავრეცლა ინფორმაცია, რომ #182-ე სკოლის მეშვიდეკლასელი ბიჭი უფროსკლასელთა მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდა. ბოლო შემთხვევა, რის შემდეგაც სექსუალური ძალადობის შესახებ სკოლის დირექციამ და მოსწავლეთა მშობლებმა შეიტყვეს, დეკემბრის ბოლოს მოხდა.