თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, ციხის სკანდალი გამოძიების პროცესშია და დაიკითხება ყველა პირი, ვისაც დაკითხვასაც გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს.
"ვისი დაკითხვა და პასუხისგებაში მიცემა საჭირო იქნება, ყველა დაიკითხება და პასუხისგებაში მიეცემა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.