დედაქალაქის მერის მიმართ განჩინებას საქალაქო სასამართლო 6 საათზე გამოაქვეყნებს და განჩინება სპოეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ივერონს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, ბრიფინგზე გახდება ცნობილი გიგი უგულავა იძულების წესით დაიკითხება თუ არა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას დაკითხვასთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა და საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა. .
"თბილისის მერი გიგი უგულავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით" - ნათქვამია განცხადებაში.