მთავრობის დღევანდელ სხდომის დღის წესრიგში დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მოხსნებაც არის შეტანილი.
როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, გიგი უგულავა ორ საკითხზე უნდა წარდგეს მოხსენებით. პირველი საკითხი ეხება საქართველოს პრეზიდენტის გაკარგულების პროექტს "ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე". საუბარია თბილისში, გლდანის დასახლებაში I და IV მიკრორაიონებს შორის მდებარე 1 034 კვ. მიწის ნაკვეთზე. დღის წესრიგის მიხედვით, გიგი უგულავამ უნდა ისაუბროს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემისა და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონების თაობაზე.
ასევე, დღის წესრიგის მიხედვით, უგულავა მოხსენებით უნდა წარდგეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტზე, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის და გაცვლის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მომხსენებლთა შორის ასევე არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, რომელიც, დღის წესრიგით, წარდგება მოხსენებით საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე - "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციების დროებით დაკისრების შესახებ".
მთავრობის სხდომას ცოტა ხნის წინ დაიწყო. მინისტრთა კაბინეტი 28 საკითხს განიხილავს. გიგი უგულავა და თემურ ჯანაშია მთავრობის სხდომაზე ამ დროისთვის არ გამოცხადებულან.