მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მივიდა. მისი თქმით ,ალბათ პროკურატურა პირველმა ჩვენებამ არ დააკმაყოფილა და ამიტომ დამატებით კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს.
უწყებაში დონაძე ადვოკატ დავით ხაჟალიასთან ერთად შევიდა. გურამ დონაძე ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმეზე დაიკითხება.