თბილისის მერი გიგი უგულავა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მიყვანასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
"დაველოდები და დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვიმოქმედებ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით. რატომ არ მივედი, ამის შესახებ განვმარტე, სხვათაშორის, იმ შენობაში, რომელიც ჩემს მიერაა გახსნილი. განვმარტე იმიტომ, რომ გამოძიების წარმართველი მინისტრი პრეზუმფციას აშკარად არღვევს. მან წინასწარ გამოაცხო ვერსია, წინასწარ გამოგვაცხადა ჩვენ პროვოკტორებად და შეეცადა, იმ დღეს, როდესაც ჩვენი დარბევა მოხდა, თავის დანაშაულებრივი უსუსურობა დაემალა, მიმაჩნია, რომ ამით მან პოლიციელის ღირსება შელახა, როდესაც მან პოლიციელებს დანაშაულებრივი უსუსურობისკენ უბიძგა და თუ მინისტრი პოლიციის მუნდირსა და ღისრებას იცავს, ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, კანონის მიხედვით და შესაბამისად, უნდა მისცეს საშუალება, რომ პოლიციამ იმოქმედოს. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, სადაც პოლიცია მესამე მხარე იქნება, არ ჩარევა და წესრგის არ დაამყარებს. იმ დღეს რაც მოხდა - დარბევა ნიშნადობლივია სხვა რამის გამო, 200 კაცი თუ შეიკრიბა, რაც არ უნდა მათ მართალი ეგონოთ თავი, ობიექტურად იქ შეიძლება, ბევრი ადამიანი გამწარებული იყოს, ასევე ხვალ ივანიშვილის სახლთან სხვა 200 ადამიანი შეიკრიბება და ანალოგიურად მოითხოვს. ზეგ კიდევ - პეტრესთან და მაზეგ პავლესთან მივლენ და შეიძლება, ქვეყნაში ქაოსი მივღოთ და ამის რეალური ნიშნები არის. იმისთვის, რომ ქაოსი აღიკვეთოს, წესი ყველამ უნდა დაიცვას და შემდეგ არ უნდა შეეცადოს თავის უმოქმედობა სხვას გადააბრალოს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მე ვისარგებლე კანონის ინტერპრეტაციით. თუ სასამართლოს ინტერპრეტაცია იქნება, რომ მე შენობაში მივიდე, პრობლემა არ მაქვს და თუ სასამართლოს ინტერპრეტაცია იქნება თავისუფალი, რომ გამოძიება მოვიდეს ჩემთან, მაშინ გამოძიება მოვიდეს ჩემთან. მე დაკითხვაზე უარი არ მითქვამს", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, თავად ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისაც იქ წესრიგის დაცვა ევალებოდა, უნდა დაიკითხონ.
"უნდა გამოავლინოს გამოძიება ვის ეჩურჩულებოდა ნანა კაკაბაძე და ვისგან იღებდა ის ინსტრუქციებს", - დასძინა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომ თბილისის მერის გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ ბრძანება გასცეს.
"თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა, გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში