ზვიად ძიძიგური:

ზვიად ძიძიგური: "ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზიები არ აქვს"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურის განცხადებით, "საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზიები არ აქვს.

"ეს ცვლილებები, 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით და თაოსნობით შემუშავდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზიები იმ დოკუმენტთან, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჰქვია და რომელც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს, არ აქვს, მაგრამ ეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კონსესუსის საგანია", - განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი საკითხია და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის განსაზღვრა წინასწარ ძნელია.