საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მაჟორატორობის კანდიდატებზე, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჯერ შეთანხმებული არ არიან.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, კანდიდატებზე კოალიცია ერთობლივად იმსჯელებს.
"კოალიციაში მოხდება მსჯელობა და, შესაბამისად გადაწყდება, თუ რომელი კანდიდატები იქნებიან წარდგენილი ჩვენი მხრიდან შუალედურ არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, მაჟორიტარობის ორი კანდიდატი იყო პარტია "ქართული ოცნებიდან", ერთი - "თავისუფალი დემოკრატებიდან". შესაძლოა, ეს ბალანსი ისევ იყოს დაცული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
დღეს ცნობილი გახდა ცეკო-ს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შუალედური არჩევნები 27 აპრილს ბაღდათის, სამტრედიისა და ნაძალადევის ოლქებში გაიმართება.