ყოფილი პოლიტპატიმრები მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და ლევან ჩიტაძე.
ყოფილი პოლიტპატიმრები არჩილ კბილაშვილს პირადად გააცნობენ იმ განცხადების შინაარსს, რომელიც მათ ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში შეიტანეს.
ყოფილი პოლიტპატიმრები 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს მათი უფლებების დარღვევის ფაქტის გამოძიებასა და პროვოკაციის მომწყობი პირებისა და დამკვეთების გამოვლენას მოითხოვენ.