დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შვიდი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი მოკლეს. რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, მოკლულნი არიან ხასავიურტის დაჯგუფების წევრები. ამჟამად მათი ვინაობა დგინდება.
მათივე ინფორმაციით, მოკლულები სავარაუდოდ ის ადამიანები არიან, რომლებმაც პოლიციის საგუშაგოზე აფეთქება განახორციელეს. ამ აფეთქების შედეგად ოთხი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაიჭრა.
აფეთქების სიმძლავრე კი 100 -120 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.