საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" ნეპოტიზმს ებრძვის და დამთავრდა, როცა ქვეყანას ერთი ოჯახის წევრები მართავდნენ.
ნეპოტიზმთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალ ბრალდებებს ეკა ბესელია ბრალდებითვე პასუხობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დასაქმების სისტემა მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაზე იყო მორგებული.
"ამის მაგალითებია ახალაიებისა და კუბლაშვილების შემთხვევა, როდესაც ძმები ძალიან სერიოზულ უწყებებს მართავდნენ. სკოლებში მწვრთნელი და დამლაგებელი ისე არ დაინიშნებოდა, თუკი ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი არ იყო. "ქართული ოცნება" ებრძვის ნეპოტიზმს და დრო, როცა ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს უწყებებს ერთი ოჯახის წევრები მართავდნენ, დასრულებულია", - აცხადებს ეკა ბესელია.