რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო არ გამორიცხავს, რომ მომავალ კვირას შესაძლოა, რუსმა ექსპერტებმა ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელ ქართულ კომპანიებში ინსპექტირება მოახდინონ , - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
"არგუმენტი ი ფაქტის" ინფორმაციით, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების შემოწმებას ასრულებენ. ონიშჩენკოს განცხადებით, თუ ახალი გარემოებები არ გამოჩნდება, სავსებით შესაძლებელია, ექსპერტები მომავალ კვირას გაემგზავრონ საქართველოში. თუმცა, რუსეთის მთავარ სანიტარს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ექსპერტი ეწვევა საქართველოს.