პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებული ტექსტის ხელმოწერას ხელი შეეშალოს.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდა, როგორც ახლა მიმდინარეობს.
"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ჩვენ 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, პრაქტიკულად ტექსტის 80 პროცენტი გვქონდა შეთანხმებული. ძალიან კარგია, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ არის გაჩერებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმებულ ტექსტს ხელი აუცილებლად მოეწერება. შესაძლოა, შეთანხმებულ ტექსტზე ხელმოწერას ხელი შეეშალოს, თუ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.