ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, რუსეთის ტერიტორიაზე ბაზირებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. აღნიშნული ჯგუფი კიბერმაქინაციებით იყო დაკავებული.
დაკავებულებმა შეიმუშავეს ვირუსი, რომელიც პერსონალური კომპიუტერების ბლოკირებას ახდენდა, რის შემდეგაც იძლეოდა გაფრთხილებს, რომ კომპიუტერის მფლობელი საბავშვო პორნოგრაფიების ან ტერორისტული დაჯგუფებების საიტებს სტუმრობდა.
ბლოკის მოსახსნელად კომპიუტერის მფლობელს სთავაზობდნენ ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდას, რომელსაც 30 ქვეყნის მომხმარებლის დაახლოებით 3% იხდიდა. დამნაშავეთა მოგება რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.
ორგანიზებულ ჯგუფთან თანამშრომლობაში ეჭვის საფუძველზე დაკავებულები არიან რუსეთის ექვსი მოქალაქე, ორი უკრაინელი და ორიც საქართველოს მოქალაქე.
ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება და სამართალდამცავები სხვა პირთა ვინაობის დადგენას ცდილობენ.