ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა.
როგორც კირკიტაძემ განაცხადა, დაკითხვის შეტყობინებაში წერია, რომ ქვემო ქართლის პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღძრულია სამუშაოს მაძიებლებთან დაკავშირებით.
კირკიტაძის აზერით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც სურვილი და არც კომპეტენცია, რეალურად პრობლემების მოგვარება დაიწყოს.
"საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სურვილი და არც კომპეტენცია იმისა, რომ რეალურად პრობლემების მოგვარება დაიწყოს. ამიტომ ისინი ცდილობენ, დაბარებებით დაკითხვებით მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ ამ საკითხებზე. მათ არა აქვთ გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან, არა აქვთ გეგმა, როგორ შეუმსუბუქონ მოსახლეობას ცხოვრება. მათ აქვთ გეგმა თუ ვინ დააკავონ, ვინ დაიჭირონ, ვინ სცემონ. აი, ეს არის სამწუხარო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კირკიტაძემ.
მისივე თქმით, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგაც გააკეთებს კომენტარს.