დღეს, 14 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმართა შეწყალების დოკუმენტს მოაწერს ხელს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განმარტებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრების გამოშვება დაიწყება.
ელენე თევდორაძის თქმით, კომისიამ იმ პატიმართა საქმეები განიხილა, რომელთა სასჯელის ნახევარი მოიხადეს და მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი.