ამ წუთისათვის ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ყველა თანამშრომელი დაუბრუნდა სამუშაო ადგილებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომლები, საქართველოს რკინიგზა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზესტაფონი - გორის მონაკვეთზე მოძრაობა არ შეჩერებულა და ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. არანაირი საფრთხე ტვირთების გადაზიდვას და მგზავრთა გადაყვანას არ შექმნია.
რკინიგზის ხელმძღვანელობის და ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომლების შეხვედრა ხვალ შედგება.