უფლებადამცველი დაჩი ცაგურია შპს "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ინიშნება. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დაჩი ცაგურიამ დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ოფიციალურად სავარაუდოდ მომავალ კვირას წარადგენენ.
დაჩი ცაგურია ბოლო პერიოდში სამაქალქო სექტორში საქმიანობდა და უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა სააკაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაჩი ცაგურია ადმინისტრაციული პატიმრობის წესით არაერთხელ აღმოჩნდა იზოლატორში. იყო ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი.
ცაგურიას ინფორმაციით, ის უფლებადაცვით საქმიანობას აღარ გააგრძელებს.