საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როცა თბილისის ცენტრში კრიმინალურ ავტორიტეტს ძეგლს უდგამ, ეს პოლიციელებისთვის ძალიან ცუდი გზავნილია.
ამის შესახებ სააკაშვილმა ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელის დავით ქვარაიას მონახულებისას განაცხადა.
"კარგით, გავიგეთ, რომ არაფრის აშენებას არ აპირებენ, მაგრამ პოლიციასთან დატაკებისას "გმირულად" დაღუპული რუსთავის მეხუთე კოლონიის მაყურებელს უბრწყინვალესი იუსტიციის სახლის წინ რაღაც მახინჯი ქვა, ძეგლი დაუდგეს. როცა პოლიციელთან შეტაკებაში დაღუპულ კრიმინალურ ავტორიტეტს, მთავრობა თბილისის ცენტრში ძეგლს უხსნის, რა გზავნილია ეს პოლიციისათვის? თავად გუნავა არის სიმბოლო, თუ როგორ ექცევიან მართლწესრიგისთვის მებრძოლ პოლიციელებს. თუ ასე მოექცევი პოლიციელებს, მერე ცრემელების ღვრა არაფერს ნიშნავს", - განაცხადა სააკაშვილმა.