საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როცა მთავრობის წარმომადგენლებმა დაჭრილი პოლიციელის სანახავად მისი მისვლის შესახებ გაიგეს, "სამეგრელოში დაოთხილი ჩაცვივდნენ".
ამის შესახებ სააკაშვილმა ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელის დავით ქვარაიას მონახულებისას განაცხადა.
"რაც მოხდა, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ კიდევ უფრო მაშფოთებს ის რეაქცია, რომელიც ამაზე იყო. ძალიან კარგია, რომ ჩვენი პოლიციელი გადარჩა. პირველი რეაქცია მთავრობისგან იყო, რომ მომხდარი ფაქტი საერთოდ დამალეს, რომ არა თენგიზ გუნავა, ამას საერთოდ ვერ გავიგებდით. მან ინფორმაცია შეგვატყობინა და შემდეგ როგორც კი გაიგეს, რომ მე აქ ჩამოვდიოდი, მთელი მთავრობა დაოთხილი ჩამოლაგდა, თითქოს ეს ამბავი გუშინ არ ყოფილა, მაგრამ მთავარი კითხვები კვლავ რჩება", - განაცხადა სააკაშვილმა.