ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე შუახორგის თემის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ემზარ ბერაია დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბერაიამ ერთ-ერთ მოქალაქეს მსხვილფეხა საქონლის ყოლის დამადასტურებელი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 600 ლარი გამოართვა.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.