სომხეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს.
ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმარული დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილემ არტაშე ავეტისიანმა განაცხადა.
"სომხეთი სიამოვნებით გამოიყენებდა ამ რკინიგზის ინფრასტრუქტურას, მაგრამ გვესმის, რომ დახურული საზღვრების პირობებში ახლა ამის საშუალება ჯერ არ გვაქვს. მომავალში ვფიქრობთ, თუ შესაძლებლობა იქნება, სომხეთი ამ რკინიგზავს გამოიყენებს", - განაცხადა ავეტისიანმა.