დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო "რესპუბლიკაში" ეკა ბესელიამაც მოინახულა.
პაციენტის მონახულების შემდეგ ის მედპერსონალს გაესაუბრა საავადმყოფოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
მედპერსონალის ინფორმაციით, მათ თვეა, ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც პროტესტის ნიშნად არ იღებენ ამბულატორულ პაციენტებს, გარდა განსაკუთრებით მძიმე ვითარებისა.
ეკა ბესელიამ განახცადა, რომ ხელფასები ისედაც მიზერულია, რომ მედპერსონალს ასეთ მძიმე ვითარებაში უწევდეს მუშაობა.
მისივე თქმით, აუცილებლად მიიღებს ზომებს, დაელაპარაკება ჯანდაცვის მინისტრს.
ამასთან, როგორც ექიმები აცხადებენ, სანამ არ იქნება კონკრეტული ზომები მიღებული, ისინი პროტესტს გააგრძელებენ და არ მიიღებენ ამბულატორიულ პაციენტებს.
ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი დღეს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მოინახულა.