საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არ გამოინახა გზები, 31 მარტის შემდეგ ტარიფი დღეს არსებული ოდენობით დარჩება შემცირებული.ამის შესახებ კალაძემ გადაცემა ”პოზიციაში” განაცხადა.
მისი თქმით, ტარიფის შემცირების შესახებ დროებით ხელშეკრულებების 3-თვიანი ვადა 31 მარტს გადის.
"ჩვენი მთავრობის მოთხოვნით მოხდა, რომ გაგვეფორმებინა დროებითი 3-თვიანი ხელშეკრულებები, რადგან ჩვენ დეტალურად გვინდა შევისწავლოთ, თუ არის რაიმე საშუალება, კიდევ უფრო შემცირდეს ტარიფი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ტარიფი შეგვემცირებინა მხოლოდ მომხმარებლის პირველი ორი საფეხურისთვის. 301-კილოვატ ენერგიაზე მეტს ვინც მოიხმარს, დარჩა იგივე ტარიფი, რაც გასული წლის განმავლობაში იყო, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა. ამიტომ, გვინდა დეტალურად გავიაროთ, თუ იქნება შესაძლებლობა კიდევ უფრო შევამციროთ ტარიფი. 31-მარტამდე არის ხელშეკრულებები გაფორმებული და თუ არ გამოინახა გზები, ტარიფი შემცირებული 3,54 თეთრით", - განაცხადა კახი კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ გაზის ტარიფზეც ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, თუ თებერვლიდან შეუძლებელი იქნება ახალი ტარიფის განსაზღვრა, 1-ელი მარტიდან დაიწყება ახალი ტარიფით სარგებლობა. თუმცა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან შეეძლებათ თარიღის დასახელება, თუ კონკრეტულად რომელი რიცხვიდან შეეძლება მოსახლეობას ახალი ტარიფით სარგებლობა.